სამართალი
ავარია ახალციხეში - დაშავებულთა ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს
დღეს, 21 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათისთვის, ავარია მოხდა ახალციხეში. თამარაშვილის ქუჩაზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველთა ცნობით, ერთ მანქანაში ქალი და ბავშვები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედიკოსები მუშაობენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა საბარგო სადგურზე 20 სექტემბერს. ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.
გააზიარეთ :