რამდენი დარღვევა გამოვლინდა ვეტერინარული კლინიკების, ვეტაფთიაქებისა და ზოომაღაზიების კონტროლისას
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების ინსპექტორებმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 190-ზე მეტი ობიექტი შეამოწმეს, დარღვევა კი მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოავლინეს.
მათი ცნობით, გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევები.
სააგენტოს ინფორმაციით, შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს; ლაბორატორიული კვლევისთვის ინსპექტორები ნიმუშებს იღებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს: მნიშვნელოვანია, ვეტერინარული პრეპარატების შეძენის დროს, ყურადღებით გაეცნოთ ეტიკეტს, დაიცვათ გამოყენების წესი და ვადები.