პროკურატურამ ნოემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო დევნა
2024 წლის ნოემბერში პროკურატურამ სამოხელეო დანაშაულის ჯამში, 12 ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ყველაზე მეტი - 8 შემთხვევა, რაზეც დევნა დაიწყო სამსახურებრივ სიყალბეს შეეხებოდა, ასევე გასულ თვეში დევნა დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების 2 შემთხვევაში.
გარდა ამისა, პროკურატურამ მიმდინარე წლის მხოლოდ ნოემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 1-1 ფაქტზე.