ახალქალაქში ახალგაზრდა დანით დაჭრეს
ახალქალაქის სოფელ ბავრაში დანით დაჭრის შემთხვევები დაფიქსირდა. ბავრაში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება, დაჭრით დასრულდა. სოფელ ბავრაში მომხდარი დაჭრის შემთხვევაზე ბრალდებული არასრულწლოვანია. მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველას Jnews-მა გაავრცელა.
როგორც tv9news.ge შსს-ში განუცხადეს, დაკავებულია დაჭრაში ბრალდებული ორი პირი, რაც შეეხება დაჭრილებს, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. საქმეზე ძიება სსკ-ს 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.