ნინოწმინდაში ფიზიკურ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა
3 იანვარს, ნინოწმინდის სოფელ განძაში ურთიერთდაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, სოფელში ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა, რა დროსაც დაჭრილ ახალგაზრდას სისხლის შედედება დაემართა.
დაჭრილი ჯერ ნინოწმინდის, მოგვიანებით კი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებული მთავარი არტერიის გამო მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. Jnews-ის ინფორმაციით, სოფელ განძაში დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი 2000 წელს დაბადებული ახალგაზრდაა.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე.