,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მმართველი პარტიიდან, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი გიუაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას, გედევან ფოფხაძის ძმა და ,,ქართული ოცნების“ ათამდე მხარდამჭერი, გიუაშვილსა და მის მძღოლს თავს დაესხნენ.
ინციდენტის შედეგად, ,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, კისრისა და თავის არეში, მცირე დაზიანებები მიიღო, რომელიც ექსპერტმა უკვე დაათვალიერა. ბესიკ ფოფხაძე ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, როცა გიუაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ახსენა.
შსს–ოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმეს ბორჯომის რაიონული პოლიცია იკვლევს. გამოძიება სსკ–ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. სამართალდამცველებმა გიუაშვილი უკვე გამოკითხეს.
ბესიკ ფოფხაძესა და გიორგი გიუაშვილს შორის, მსგავსი ინციდენტი საკრებულოს ერთ–ერთ სხდომაზეც მოხდა.
|