SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
ალიმენტი და მისი მნიშვნელობა
ქორწინება - ეს არის ქალისა და კაცის კავშირი, რომლის მიზანიც არის ოჯახის შექმნა. იმისათვის, რომ ორმა ადამიანმა იქორწინოს და შექმნას ოჯახი აუცილებელია 2 პირობის არსებობა: საქორწინო ასაკის მიღწევა და დასაქორწინებელი პირების ნება. ქართული კანონმდებლობის თანახმად, ადამიანებს შეუძლიათ დაქორწინდნენ 18 წლის ასაკიდან, 18 წლის მიღწევამდე კი ქორწინება არ დაიშვება. ქორწინება აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ეს ნება მოდიოდეს ორივე მხირდან.

მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა კარგად გააცნობიეროს თუ რა არის ოჯახის შექმნა. ხშირად, ადამიანები ქორწინებას ძალიან ვიწრო ჭრილში უყურებენ და მიაჩნიათ, რომ ოჯახის შექმნა არის ერთ ჭერქვეშ ერთობლივი ცხოვრება, თუმცა გარდა ამისა, ქორწინება უამრავ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას მოიცავს. ერთ-ერთი უმთავრესი არის მეუღლეების მიერ ურთიერთრჩენის ვალდებულება, რაც გულისხმობს თითოეული მეუღლის ვალდებულებას იზრუნოს, მოუაროს და მატერიალურად არჩინოს მეორე მეუღლე.

ერთმანეთის გარდა, მეუღლეებს ასევე გააჩნიათ შვილების რჩენის, მოვლის, აღზრდისა და განვითარების თანაბარი ვალდებულებაც. კერძოდ, მშობლები ვალდებული არიან სათანადოდ აღზარდონ შვილები, შვილების აღზრდის ყველა საკითხი გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით, დაიცვან მათი ინტერესები, იზრუნონ მათ ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე.

რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო შეუძლებელი ხდება მეუღლეების ერთობლივი ცხოვრება. განქორწინების შემდეგ, არასრულწლოვანი შვილი (შვილები), როგორც წესი, რჩება დედასთან, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მამას პასუხისმგებლობისაგან იზრუნოს საკუთარ შვილზე. კერძოდ, მიუხედავად ცალკე ცხოვრებისა, მამა ვალდებულია, როგორც ადამიანური, ასევე, მატერიალური რესურსით მონაწილეობა მიიღოს საკუთარი შვილის აღზრდა-განვითარებაში.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხანდახან მამები თავს არიდებენ შვილებზე ზრუნვას და მთელი ტვირთი გადადის დედაზე. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი დედას აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მამისგან ალიმენტის გადახდა.

ალიმენტი ეს არის ფულადი თანხა, რომელსაც ყოველთვიურად იხდის მამა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, შვილის სრულწლოვანების - 18 წლის ასაკის მიღწევამდე. ალიმენტის დაკისრება ხდება სასამართლოს წესით, მისი ოდენობა წინასწარ არ არის დადგენილი და ის დამოკიდებულია ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობაზე, მათ შემოსავალზე. თუკი რომელიმე მშობლის მატერიალური მდგომარეობა შეიცვლება, მაშინ შესაძლებელია მოხდეს უკვე დანიშნული ალიმენტის ოდენობის გაზრდა ან შემცირება. ალიმენტი გამოიყენება ბავშვის ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეებში მონაწილეობისათვის, მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად და ნებისმიერი იმ ხარჯის დასაფარად, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის ყოფის გაუმჯობესებას.

სამწუხაროდ, არიან მამები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ ალიმენტი არის შვილისთვის გადახდილი თანხა და ის მოხმარდება სწორედ მათი შვილების კეთილდღეობას. მათ მიაჩნიათ, რომ გადახდილ ალიმენტს პირადი საჭიროებებისთვის გამოიყენებენ მათი ყოფილი მეუღლეები და ამის გამო ცდილობენ თავიდან აიცილონ ალიმენტების გადახდა. ეს მოსაზრება საფუძველშივე არასწორია. ასევე, მცდარია მიდგომა, როდესაც დედები, რომელთაც ცუდი ურთიერთობა აქვთ ყოფილ ქმრებთან, ცდილობენ ხელი შეუშალონ შვილის ურთიერთობას მამასთან. სწორედ ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს კარგად ესმოდეთ, რომ ბავშვის ფსიქიკისთვის, მისი ნორმალური განვითარებისთვის და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანესია ორივე მშობელი აქტიურად იყოს ჩართული შვილის აღზრდის პროცესში.

პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდება ალიმენტის მიღება მამისგან. მაგალითად, თუ უცნობია მამის ადგილსამყოფელი, რის გამოც ვერ ხერხდება მისგან ალიმენტის მიღება, ასეთ შემთხვევებში, შესაძლებელია ალიმენტის გადახდა დაეკისროს მამის მშობლებს - ბებიას ან/და ბაბუას, თუ მათ გააჩნიათ სათანადო შემოსავალი. ამით კანონმდებელი დებს დამატებით მატერიალურ გარანტიას, რათა დედას მარტოს არ მოუწიოს ბავშვის გაზრდა და მასზე ზრუნვა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების თითოეულმა წევრმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ალიმენტი არის თანხა, რომელიც ხმარდება იმ ბავშვის კეთილდღეობას, პრობლემების დაძლევას, ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებას, რომლის აღზრდა-განვითარებაზე პასუხისმგებლობა გააჩნია ყველა მშობელს. ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული შვილის აღზრდის პროცესში.

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ პროექტის ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.


Facebook Twitter
თეგები: ალიმენტი /
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티jojobetsahabetonwinjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibom Girişwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpassahabetumzugsfirma wienpusulabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046CasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisjojobetjojobetMarsbahisalanya escortMeritking GirişcasibomJojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom giriş1xbet girişbetpasmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetcasino sitelerijojobet girişselçuksportspusulabetgrandpashabetmilanobetvdcasinobahislionjojobetjojobetmeritkingbetnanoultrabetbetpasbetpassekabetMeritking Girişmagic mushroomsvaycasinojustin tvjojobetmatbetroyalbetjojobet girişStreameastkiralık hacker