,,ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიება სსკ–ს 179–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა–ტარებას გულისხმობს.
ბრალდებულს სასამართლოზე ადვოკატი არ ჰყოლია . პ.გ. დანაშაულს აღიარებს. პროკურატურის ინფორმაციით, მან კომპანია ლენდოს ოფისიდან 4 825 ლარი წაიღო.
,,ლენდოს" ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულის საქმე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 18 თებერვალს განიხილა.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 11 აპრილს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კომპანია "ლენდოს" ფილიალი 16 თებერვალს საღამოს საათებში დააყაჩაღეს. სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში ბრალდებული, შუა ხნის ახალციხელი მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.