აბასთუმანში “ლიბერთი ბანკის” ფეი–ექსპრესი გაქურდეს
აბასთუმანში "ლიბერთი ბანკის" ფეი–ექსპრესი გაქურდეს.
აღნიშნულს ადასტურებს ბანკის ახალციხის ფილალის მენეჯერი, თუმცა გიორგი სედანოვი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
ფეი–ექსპრესი გამგებლის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს, სადაც ძირითადად, "ლიბერთი ბანკის" ერთი თანამშრომელი მუშაობს. "მეცხრე არხის" ინფორმაციით, დღეს დილით მისულ თანამშრომელს ფეი–ექსპრესი გაქურდული დახვდა. უცნობია რა თანხაა წაღებული.
გამგებლის წარმომადგენელი აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი გედევანიძე აცხადებს, რომ მძარცველი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადავიდა.
"მეცხრე არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ კომენტარს ელოდება.