ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი გაიმართა.
სხდომაზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინეს. ადოკატმა აღნიშნა, რომ არმენ მარკარიანს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონდა. იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავს იცავდა.
რევაზ კაჭკაჭაშვილმა ორსაათიან სიტყვაში არმენ მარკარიანისა და არშალუის სანოსიანის შეკამათების, შემდეგ კი სანოსიანის სიკვდილის დეტალები აღწერა. ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ არმენ მარკარიანი მეგობრებს შორის კონფლიქტის ინიციატორი არ იყო და ფიზიკური დაპირისპირებაც გარდაცვლილმა დაიწყო.
რევაზ კაჭკაჭაშვილის სიტყვას, გარდაცვლილის ახლობლების უკმაყოფილება და პროცესზე ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ ორი მათგანი დარბაზიდან გააძევა.
გარდაცვლილის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ მარკარიანი მარტო არ მოქმედებდა. ისინი თანამზრახველის დადგენას მოითხოვენ.
პროკურორმა მოსამართლეს რეპლიკისთვის სხდომის გადადება მოსთხოვა. გოჩა ჯეირანაშვილი ბრალდებულს განაჩენს სავარაუდოდ, 14 მარტს გამოუტანს.
არმენ მარკარიანს ბრალი სსკ–ის 108–ე განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 6 ივნისს მოხდა. არმენ მარკარიანმა თავისივე მეგობარს არშალუის სანოსიანს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ნინოწმინდის საავადმყოფოში მიიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.