SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
რომელ სამართალდარღვევაზე რა რაოდენობის ქულა ჩამოეჭრებათ მძღოლებს
2017 წლის პირველი ივნისიდან, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, მართვის მოწმობას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან დარღვევის შესაბამისი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.

წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მისი შესაბამისი ქულა:

• სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, -30 ქულა;

• ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, -40 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, -40 ქულა;

• იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

• თუკი მძღოლს ან მის გვერდით მჯდომ მგზავრს არ უკეთია უსაფრთხოების ღვედი, გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. -5 ქულა;

• მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მობილურით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. -15 ქულა;

• მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით -5 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, ასევე ავტომობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. -5 ქულა;

• გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით. -5 ქულა;

• იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. -10 ქულა;

• იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. -10 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. -15 ქულა;

• იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით, -5 ქულა. აღნიშნული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -10 ქულა. მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა ერთი წლის განმავლობაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით -15 ქულა; მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

• იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, -15 ქულა;

• თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -25 ქულა; განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -30 ქულა;

• B კატეგორიის ან A1 ან B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, -30 ქულა;

• საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას, -20 ქულა;

• თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევებს მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან მართვის უფლების ორი წლით შეჩერებას, -35 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-სა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

• თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, -30 ქულა. ხოლო, თუკი იგივე სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, -40 ქულა;

• ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

• აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

• საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, -5 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

• გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის დაწყების ან/და წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, -10 ქულა;

• სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, -5 ქულა;

• მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

• აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

• შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, -30 ქულა;

• აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

• სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

• მგზავრთა გადაყვანის, ან ტვირთის გადაზიდვის წესის დარღვევა, ჯარიმა 100 ლარი, -10 ქულა. იგივე ქმედება, რომელსაც მოჰყვა რაიმე სახის დაზიანება, ჯარიმა 250 ლარი, -20 ქულა;

• ტრანსპორტით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ჯარიმა 40 ლარი, -20 ქულა;

• საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, ჯარიმა ხუთი ათასი ლარი, -25 ქულა;

• საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის დროს ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევა, ჯარიმა 500 ლარი, -15 ქულა;

• გზაზე მოძრავი ავტომობილის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე 10 ტონაზე მეტი ტვირთის, ან ფაქტობრივი მასის 44 ტონის გადაჭარბების შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარი, -15 ქულა.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025betivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıالجنسjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetالجنسtipobet스마일퀄리티betpasholiganbetsahabetsahabetcasibomCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortMavibethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetholiganbetcasinofastselçuksportshacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetjojobetStreameastmatbet girişmilanobetgobahisbetciocasibomgobahisBets10pusulabetpusulabetholiganbetnakitbahisholiganbet 1178pusulabet girişpusulabet girişholiganbet girişjojobetGrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftvaycasinovaycasinoextrabetmatbet girişpalacebetcasibomslotbarcasibomcasino sitelericasibom girişonwinkalebetcasibomcasibom girişbetlikebetlikemeritkingSekabetBetpuanBetnanoDinamobetVdcasinoSekabetMarsbahisbetpuanmeritkingmeritkingmeritkingmeritkingmatbetkavbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortbahçeşehir escortcasibom girişultrabet 2026jojobetelexbetpulibetStreameastfixbetholiganbettimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomcasibom girişpusulabetpusulabetprizmabetroketbet영문주소casibomสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmajojobetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1178jojobetbetturkeyStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomretcasinoasdsadasdasdasdasfdasfasfjojobetholiganbet 1178www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginpalacebetcasibom güncel girişpusulabetjojobetgrandpashabet