არასწორი პარკირების კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა მოქალაქემ, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.
ფოტო გადაღებულია ქალაქ ვალის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე. მისი მფლობელი სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ვალის განყოფილების უფროსი გოგა ბლიაძეა.
სამართადამცველების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე "მეცხრე არხი" წინა კვრაშიც წერდა. ერთ-ერთი სამართალდამცველის ავტომობილი კოსტავას ქუჩაზე არასწორად
იყო გაჩერებული.
საგზაო მოძრაობის წესს
არღვევდა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძეც, რომელსაც ავტომობილი არასწორად, ახალციხის საპატრულო პოლიციის წინ ჰყავდა გაჩერებული.