ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიაში ბრალდებული დაკავებულია.
ავტომანქანის მძღოლი, რომლის მგზავრიც ავარიისას მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა, პროკურატურამ 14 მაისს დააკავა. დ.ზ. შემთხვევის შემდეგ, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადიოდა.
დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, 16 მაისს წაუყენებენ. სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის, შესაძლოა 17 მაისს იმსჯელოს.
ბრალდებულს გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით ედავება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 13 მაისს
მოხდა. თვითმხილველების თქმით, "ნისანის" მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და შემხვედრ "ტოიოტას" შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ორი პირი დაშავდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ერთ–ერთის გადარჩენა
ვერ მოხერხდა.