29 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ცოლმა ქმარი ცივი იარაღით დაჭრა. მკვლელობის მცდელობის სავარაუდო მიზეზად, ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ცოლმა ქმარი მხრის არეში ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა 29 ივნისს მოხდა.
54 წლამდე ასაკის მამაკაცი ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება 19-108 მუხლით აღიძრა, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ამ დროისათვის დაკავებული არავინაა.
წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”
|