ადიგენის მუნიციპლიტეტის სოფელ წარბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხე–ტყის უკანონო ჭრის ფაქტზე, ადიგენის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო.
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურში ამბობენ, რომ "მე–9 არხის" მიერ გადაღებულ ორ ადგილზე, 12 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოჭრილ სამასალე მერქანს მიაგნეს. ამოღებული ხეები ერთ–ერთი რეინჯერის ეზოშია დაასაწყობებული.
შსს–ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303 მუხლით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს. სასჯელის ზომად კი ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ უნებართვოდ მოჭრილი ფიჭვის ხეები, "მე–9 არხმა" სოფელ წარბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე
გადაიღო. ამის საფუძველზე, სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურმა საკითხის მოკვლევა დაიწყო.
ერთ–ერთი ადგილობრივის თქმით, ტყიდან ხეების გამოტანაში, ბრაკონიერებს რეინჯერები ეხმარებოდნენ.