ადიგენში მამიდა და ძმისშვილი მდინარეში დაიხრჩვნენ
ადიგენში, სოფელ გორგულის ხიდთან, მამიდა და მცირეწლოვანი ძმისშვილი "კახარეთი–ჰესის" წყალსაცავში დაიხრჩვნენ.
შემთხვევა, დღეს, 5 ივნისს, დაახლოებით, საღამოს 5–ის ნახევარზე მოხდა.
გარდაცვლილი ბავშვის მამა ადიგენის საკრებულოს წევრია. საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ წყალსაცავის არხში ჩავარდნილ ძმისშვილის მიეშველა, რა დროსაც არხიდან ამოსვლა ვერცერთმა მათგანმა ვეღარ შეძლო. მაშველებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცხედრები ერთად იპოვეს. მამიდას ძმისშვილი გულზე ჰყავდა მიკრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადიგენის რაიონულმა სასამართლომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.