23 ივნისს 18:00
საათზე, დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო,
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ 134-კმ
135 მონაკვეთზე, ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის ინფორმაციით, ლარსის გამშვები პუნქტიდან და მიმდებარე
ტერიტორიიდან განხორციელდა ევაკუაცია.
ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა თერგის კალაპოტი გადაკეტა, რის შედეგადაც მდინარემ მიმართულება შეიცვალა და მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.
ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის, დაზიანებული ადგილების შესწავლა-შეფასება და შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს. ხეობაში მუშაობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი. გზის აღდგენითი სამუშაოები გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან სამუშაოების დაწყებაზე ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება.
|