აბასთუმანში ავტომობილი ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე 17 წლის ახალგაზრდას დაეჯახა.
ავტომობილი, სავარაუდოდ, გზის სველი საფარის გამო მოცურდა. ქვეითმა ავტომობილი შეამჩნია და 12 წლის მოზარდი, რომელიც ეტლით მიჰყავდა ხიფათს აარიდა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეთის, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა მცირედი დაზიანება აღენიშნება.
საქმეზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით, მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
წყარო: on.ge