პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სამცხე-ჯავახეთიდან თბილისში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა.
თეიმურაზ კალანდაძე გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს უხელმძღვანელებს. შსს–ში საკადრო ცვლილების მიზეზად, სამსახურებრივ როტაციას ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და ძალოვან უწყებაში თანამდებობის პირთა გადანაცვლება პერიოდულად ხდება.
რეგიონის პირველ პოლიციელს, გლდანი–ნაძალადევის სამმართველო, 2 აგვისტოდან ჩააბარეს.
შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ კალანდაძეს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი, 2013 წლის 26 ნოემბრიდან ეკავა.
ვინ ჩაანაცვლებს კალანდაძეს – შსს–ში ვერ აკონკრეტებენ, როდის გაირკვევა ახალი ხელმძღვანელის ვინაობა.