აბასთუმანში ტაქსის მძღოლი დაჭრეს
კურორტ აბასთუამანში ტაქსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა გუშინ, 1 სექტემბერს მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტაქსის მძღოლსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკების შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცმა ტაქსის მძღოლი მუცლის არეში დანით დაჭრა.
დაზარალებული, შინაგანი ორგანოების დაზიანებით ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს–ში ამბობენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.