სექსუალური სახის ძალადობა უმწეო მამაკაცზე
შუა ხნის მამაკაცს, უმწეო თანასოფლელზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების მუხლით ასამართლებენ.
საქმის არსებითი განხილვა ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით, მოსამართლემ სხდომა დახურა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მამათმავლობას, ლესბოსელობას ან სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად, 6–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.