ბაკურიანში უკანონო სახერხი, მორი და ფიცარი აღმოაჩინეს
ბაკურიანში, უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი, გენერატორი და ბენზოხერხი აღმოაჩინეს.
ადგილზე ნაპოვნია წიწვოვანი სახეობის 8.6 მ3 მორი და 11.55 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
სახერხი დანადგარი და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქული და გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.