კარლენ მინასიანზე სისხლის სამართლებრივი
დევნა შეწყდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ
მოადგილესთან, პროკურატურამ განრიდება გააფორმა, რის საფუძველზეც იგი
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და ალტერნატიული
სასჯელის ზომად, 2 000–ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა. პროკურატურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ პროკურორმა
მინასიანს განრიდება 2 ივნისს შესთავაზა, რასაც იგი დათანხმდა.
აღნიშნული ზომა მინასიანს საშუალებას აძლევს, გარკვეული პირობების
შესრულების სანაცვლოდ, ცხოვრება სასჯელისა და ნასამართლობის
გარეშე განაგრძოს. ინციდენტი, რის გამოც გამოძიება დაიწყო,
20 აპრილს, “კადასტრი რეესტრი+”–ის ოფისში მოხდა. როგორც
შპს–ს დირექტორი, დავით გოგოლაძე ამტკიცებს, კარლენ მანასიანი მასთან
სამსახურებრივი საკითხის გასარკვევად მივიდა, რასაც შელაპარაკება და
ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
125 მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ცემას გულისხმობს.
მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ, გამგებლის მოადგილემ
თანამდებობა დატოვა.
კარლენ მინასიანზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილესთან,
პროკურატურამ განრიდება გააფორმა, რის საფუძველზეც იგი სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და ალტერნატიული სასჯელის
ზომად, 2 000–ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა.
პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ
პროკურორმა მინასიანს განრიდება 2 ივნისს შესთავაზა, რასაც იგი
დათანხმდა. აღნიშნული ზომა მინასიანს საშუალებას აძლევს, გარკვეული
პირობების შესრულების სანაცვლოდ, ცხოვრება სასჯელისა და ნასამართლობის
გარეშე განაგრძოს.
ინციდენტი, რის გამოც გამოძიება დაიწყო,
20 აპრილს, “კადასტრი რეესტრი+”–ის ოფისში მოხდა.
როგორც შპს–ს დირექტორი, დავით გოგოლაძე ამტკიცებს, კარლენ მანასიანი
მასთან სამსახურებრივი საკითხის გასარკვევად მივიდა, რასაც
შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლის 1–ლი ნაწილით
მიმდინარეობდა, რაც ცემას გულისხმობს. მომხდარიდან ერთი კვირის
შემდეგ, გამგებლის მოადგილემ თანამდებობა
დატოვა.