ბრალდებულის ადვოკატი "მე–9 არხთან" საუბრისას ამბობს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ირმა ენდელაძე ორიდან მხოლოდ ერთი მუხლის ბრალდებას ეთანხმება.
"არ დადგა ის შედეგი, რაც კანონით უნდა დამდგარიყო. გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ნ.ზ–ის მკვლელობის მცდელობის მუხლს არ ვეთანხმებით. დაზარალებულმა მხოლოდ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. გვინდოდა ეს მუხლი გადაკვალიფიცირებულიყო. ამ შემთხვევაში სასჯელის ზომად 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრებოდა" – აცხადებს ირმა ენდელაძე.
შეგახსენებთ, რომ ასპინძაში ქმარმა ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შემდეგ კი მ.ზ.-მ იმ პიროვნების ნახვა განიზრახა, ვისზეც ეჭვიანობდა. სახლში მისულს მამა დახვდა, რომელსაც რომელსაც ნაჯახით თავსა და ლავიწზე დაზიანებები მიაყენა.
|