SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
"შვილი მოგვიკლეს, დამნაშავე თავისუფალია“ – გოგოლაძეები გამოძიებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ
გოგოლაძეების ოჯახი მათი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს. მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ გამოძიება საქმის გახსნითა და ბრალდებულის დაკავებით დაინტერესებული არ არის. გოგოლაძეები ამბობენ, რომ მათ ეჭვებს არაერთი ფაქტი უმყარებს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევას რამდენიმე მოწმე ჰყავს და საჭესთან მჯდომი პირის ვინაობაც ყველასთვის ცნობილია, შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ, დამნაშავე დაკავებული არ არის. ავტოსაგზაო შემთხვევა პირველ მაისს, აღდგომის ღამეს მოხდა, როცა ლევან გოგოლაძე, მეგობართან ერთად, სოფელ ბოლაჯურიდან სახლში, დიდ სმადაში ბრუნდებოდა. 20 წლის ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა, რომელშიც სამი პირი იჯდა.

გოგოლაძეების ოჯახი მათი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს. მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ გამოძიება საქმის გახსნითა და ბრალდებულის დაკავებით დაინტერესებული არ არის. გოგოლაძეები ამბობენ, რომ მათ ეჭვებს არაერთი ფაქტი უმყარებს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევას რამდენიმე მოწმე ჰყავს და საჭესთან მჯდომი პირის ვინაობაც ყველასთვის ცნობილია, შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ, დამნაშავე დაკავებული არ არის.

ავტოსაგზაო შემთხვევა პირველ მაისს, აღდგომის ღამეს მოხდა, როცა ლევან გოგოლაძე, მეგობართან ერთად, სოფელ ბოლაჯურიდან სახლში, დიდ სმადაში ბრუნდებოდა. 20 წლის ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა, რომელშიც სამი პირი იჯდა. თავის ქალის მძიმე დაზიანებით, მამაკაცი იმავე ავტომობილით, ადიგენის რაიონულ ჰოსპიტალში მიიყვანეს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ლევან გოგოლაძე, კატასტროფის ბრიგადამ, თბილისში გადაიყვანა. თუმცა გზაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაშავებული გორის საავადმყოფოში შეიყვანეს. ლევან გოგოლაძემ მხოლოდ სამი დღე იცოცხლა. ახალგაზრდა მამაკაცი 10 მაისს დაკრძალეს.

 

გოგოლაძეები უბედურ შემთხვევას, ცოტა ხნით ადრე, სოფელში მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ. როგორც ისინი ყვებიან, სავარაუდო ბრალდებული თანასოფლელებს ეჩხუბა, რა დროსაც ლევან გოგოლაძე და მისი მამა, მეგობრებს გამოესარჩლნენ. გარდაცვლილის მშობლები არ გამორიცხავენ, რომ აღდგომის ღამეს, ნასვამმა მამაკაცმა, გოგოლაძეზე შური იძია და მანქანით განზრახ დაეჯახა.

 

ოჯახს ეჭვებს გარდაცვლილის მეგობრის საქციელიც უმძაფრებს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას, ლევან გოგოლაძეს თან ახლდა. მშობლები ამბობენ, რომ შემთხვევის შემდეგ, ახალგაზრდამ მათთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა. მან ადიგენის ჰოსპიტალში, გარდაცვლილის მამას ისიც უთხრა, რომ არ დაუნახავს ვინ დაეჯახა ლევან გოგოლაძეს მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ჰოსპიტალში, იმავე მანქანით გადაიყვანეს.  გოგოლაძეებს საეჭვოდ ეჩვენებათ ისიც, რომ მეგობარს, ავტოავარიისას დაზიანება არ მიუღია.

 

გოგოლაძეები ამბობენ, რომ დამნაშავის გამოსარკვევად და საქმის დეტალების გამოსაკვეთად,  გამომძიებლებს ერთი თვე ჰონდათ,  მიუხედავად ამისა, გამოძიება იგივე ეტაპზეა. გარდაცვლილის მშობლების თქმით, ოჯახის წევრები და თვითმხილველები, მხოლოდ მათი მოთხოვნის შემდეგ დაკითხეს. ოჯახი არც იმას გამორიცხავს, რომ სავარაუდო ბრალდებულს ხელს მმართველი პარტიის წარმომადგენლები აფარებენ, რადგან იგი 2012 წლიდან, ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

გოგოლაძეები ამბობენ, რომ შემთხვევის შემდეგ, სავარაუდო ბრალდებული სოფელში აღარ გამოჩენილა. მისი ნათესავები  კი ამბობენ, რომ მამაკაცის ადგილსამყოფელი არ იციან. გარდაცვლილის მშობლები შიშობენ, რომ აღნიშნული პირი მიმალვაშია და შესაძლოა ის პოლიციამ ვეღარ დააკავოს.

შსს–ში კი ამბობენ, რომ მხილებული მართლაც არსებობს. იმისთვის, რომ აღნიშნული პირი ბრალდებულად იქნეს ცნობილი, უწყება შესაბამისი ექსპერტიზის პასუხებს ელის. სამინისტროში მისი მიმალვის საფრთხეს ვერ ხედავენ. საქმეს ადიგენის რაიონული სამმართველო იძიებს. შსს–ოს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기jojobetjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikeholiganbetjojobetjojobet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetsetrabettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomdeneme bonusupusulabetbetsmoveyakabetyakabet영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182holiganbetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginroyalbetsekabetbets10casibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpasSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9046CasibomdizipalmarsbahisgrandpashabetkulisbetmarsbahisgrandpashabetjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritking GirişcasibomMatbet girişgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotultrabetdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom giriş1xbet girişjojobetmatbetpadişahbetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24Jojobetgrandpashabetmatbetbetnanowbahisbets10bets10meritkingvdcasinojojobetultrabetbetebetbetpassekabetmeritkingMeritking