სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის იარაღი და საბრძოლო მასალა, პოლიციას ნებაყოფლობით ჩააბარეს.
შსს–ოს ინფორმაციით, ორმა მოქალაქემ სამართალდამცველებს ჩააბარა გადაჭრილი სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 316 საბრძოლო ვაზნა, 4 ხელყუმბარა და ხელყუმბარის 5 კორპუსი.
ორივე მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
ინფორმაციასა და ვიდეომასალას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.