საბა პარუნაშვილის ფოტო
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებულია ავტომობილები.
ძლიერი ქარი და წვიმა ახალციხეში, დაახლოებით 20:00 საათზე დაფიქსირდა. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ქალაქის ნაწილს ელექტრო–ენერგია არ მიეწოდება.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები მივიდნენ.
თამარაშვილის ქუჩაზე ამ დრომდე მუშაოებენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
|