1–ლი იანვრიდან 10 მაისამდე, შსს–მ ათ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
,,ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის
არაერთი ფაქტი გახსნეს და ათობით ნარკორეალიზატორი დააკავეს" – ნათქვამის შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 10 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება:
9 კილომდე ჰეროინი,
1 კილო და 200 გრამი კოკაინი,
500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება,
მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი,
ასევე, 1 კილო და 700 გრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და
850 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება".