აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს ასპინძაში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ მირაშხანში, საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, ტარიელ ქამაშიძე გაიხსენეს
და მისი სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან ტარიელ ქამაშიძის დედა და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 170 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.