ხანძრის ქრობისას რეინჯერი გარდაიცვალა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა.
იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ცხედარი გადასვენებულია ახალციხის პროზექტურაში და უტარდება ექსპერტიზა.