ახალციხის გამგებლის მოადგილემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. გამგეობაში აცხადებენ, რომ კალენ მინასიანმა აღნიშნული მოთხოვნით გამგებელს 28 აპრილს მიმართა. მისი განცხადება დღეს, 3 მაისს დაკმაყოფილდა.
გახდა თუ არა კარლენ მინასიანის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი “კადასტრი რეესტრი+”–ის დირექტორთან მომხდარი ინციდენტი – ახალციხის გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ ორ შემთხვევას შორის კავშირი არ არის, თუმცა მინასიანმა “მეცხრე არხის” კორესპოდენტთან პირად საუბარში, ჯერ კიდევ 22 აპრილს განაცხადა, რომ იგი, აღნიშნული შემთხვევის გამო, თანამდებობის დატოვებას აპირებდა.
გამგეობაში ამბობენ, რომ მომხდარის გამო ყოფილ მოადგილეს გამგებლისგან საყვედური ან შენიშვნა არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 20 აპრილს, “კადასტრი რეესტრი+”–ის ოფისში მოხდა. როგორც დავით გოგოლაძე ამტკიცებს, კარლენ მანასიანი მასთან სამსახურებრივი საკითხის გასარკვევად მივიდა, რასაც შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
|