ახალციხეში ღამით კვლავ ყინვებია მოსალოდნელი
საქართველოში 19 ნოემბრიდან გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით,
არამდგრადი ამინდი საქართველოში 18 ნოემბრამდე შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში იქნება ძლიერი თოვა. ღამით თოვდა სტეფანწმინდაში, გუდაურში, სადაც თოვლის საფარი უკვე ერთ მეტრზე მეტია. დილიდან თოვს ბაკურიანში, თუმცა, დღის ბოლოსთვის საქართველოში ნალექი შეწყდება.
დღესვე თბილისში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 18–20 მეტრი იქნება.
ახალციხეში ღამით მინუს 6, ხოლო დღისით პლიუს 8 გრადუსი იქნება, 19 ნოემბერს კი ღამით 0 გრადუსი, ხოლო დღისით 12 გრადუსი. ღამით ყინვაა მოსალოდნელი 20 ნოემბერსაც ახალციხეში და მინუს ერთი გრადუსი დაფიქსირდება, დღისით 12 გრადუსამდე გათბება.
დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0;+5;
ხოლო მაღალმთიან რაიონებში –10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +2 - დან +7 გრადუსამდე იქნება;
ხოლო მაღალმთიან რაიონებში –5 გრადუსი დაფიქსირდება.
ხვალიდან 21 ნოემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10–15 გრადუსი;
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9–14 იქნება;
თბილისში +12–14 გრადუსი დაფიქსირდება.