ახალციხეში, ორ თებერვლამდე, უნალექო ამინდებია მოსალოდნელი
თვის ბოლო დღეები საქართველოში უნალექო იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,
28-31 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ახალციხეს, 2 თებერვლამდე, ამინდი 4–დან 9 გრადუსამდე გათბება. ღამით კი ისევ ყინვებია ნავარაუდევი – მინუს 1 მინუს 4 გრადუსი.