საზოგადოება
საქართველოში საარსებო შემწეობას 438 543 ადამიანი იღებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საარსებო შემწეობის მიმიღებ პირთა რაოდენობა დაითვალა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წელს დახმარებას 438 543 ადამიანი იღებდა, რაც საქართველოს მოსახლეობის 11.8%-ია.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით, დახმარება 11 880-ით ნაკლებმა ადამიანმა მიღო. ბოლო სამ წელში (2016, 2017, 2018 წლები), შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თანდათან მცირდება. თუმცა ბოლო ათწლეულში შემწეობის მიმღებთა რიცხვი მზარდია. თუ 2007 წელს დახმარებას 279 474 პირი იღებდა, 11 წლის შემდეგ მათი რაოდენობა 159 069-ით გაიზარდა.
- 2007 წელი - 279 474 კაცი
- 2008 წელი - 368 431 კაცი
- 2009 წელი - 436 309 კაცი
- 2010 წელი - 430 603 კაცი
- 2011 წელი - 411 091 კაცი
- 2012 წელი - 435 961 კაცი
- 2013 წელი - 437 238 კაცი
- 2014 წელი - 432 487 კაცი
- 2015 წელი - 376 776 კაცი
- 2016 წელი - 459 619 კაცი
- 2017 წელი - 450 423 კაცი
- 2018 წელი - 438 543 კაცი.
საარსებო შემწეობა არის ფულადი დახმარება, რომელსაც შეჭირვებული ადამიანები სახელმწიფოსგან იღებენ.
გააზიარეთ :