საზოგადოება
ემიგრანტები საქართველოს პასპორტს უფასოდ მიიღებენ
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტებს უფასოდ მიიღებენ.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, 1 მაისიდან 1 ივნისამდე მიმდინარე აქციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ.

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, პასპორტის უფასოდ მიღება მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემებსაც გადაჭრის.

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.

საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს და სრულწლოვან პირებს, თუ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი და მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე.


ასევე, დაგაინტერესებთ:

მოქალაქეთა ნაწილი პასპორტისა და ID ბარათს უფასოდ აიღებს
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 22 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 23 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 23 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 10 °C
img
ნინოწმინდა 15 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2434
RUB
RUB
100
4.3709
TRY
TRY
1
0.5229
USD
USD
1
2.9225
AMD
AMD
1000
6.1462
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.