სასმელი და სარწყავი წყალის პრობლემა, დატბორილი რიტუალების სახლი, მოუწესრიგებელი შიდა გზები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ბოლაჯურის მოსახლეობას წლებია აწუხებს.
„ჩვენი მთავარი პრობლემა შიდა გზები და რიტუალების სახლია. მეზობელი მეზობელთან ვერ გადის, გზების გამო სასწრაფოს მანქანა სახლამდე ვერ აღწევს. რიტუალების სახლს რაც შეეხება, შენობასთან არსებული არხიდან წყალი შედის“,- ამბობს ნაზი ზაბახიძე
სოფელში გაზრდილი უმუშევრობის გამო ახალგაზრდებში ხშირია კონფლიქტები. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ უთანხმოება ძირითადად დაუსაქმებლობით არის გამოწვეული. შაქრო ქიმაძე შექმნილ ვითარებაზე წუხს.
„სოფელი უმუშევარია, მოსახლეს მიწას რომ მისცემ ის კი არ უნდა უთხრა უკვე დაგასაქმე და მიწას მიხედეო,ახალგაზრდები იმისთვის არიან რომ იმუშაონ, მაგრამ უსაქმურობისგან ყოველ საღამოს „ბირჟაზე“ კარტს თამაშობენ“,- გვიყვება შაქრო ქიმაძე
მოხუც მამაკაცთან შედარებით ახალაზრდა იური გაბაძე სოფელში სარწყავი სისტემის გამო შექმნილ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ორი კვირაა რაც სოფელს გამგებელი ყავს, სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სარწყავ სისტემაზე, რაც დებეტის არ არსებობით არის გამოწვეული“,- ამბობს იური გაბაძე
ადიგენის მერის წარმომადგენელი ბოლჯურში ჯემალ ჩხიტუნიძე მეცხრე არხთან აცხადებს, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც სოფელს აწუხებს 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია გათვალისწინებული, მათგან ნაწილი მოგვარდა, ნაწილზე კი ტენდერია გამოცხადებული.
„ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის პროგრამით 16 000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა. ამჟამად ორი ტენდერია გამოცხადებული - სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა და სასმელი წყლის ძველი სისტემის გამოსაცვლელად. წყლის დებეტის გასაზრდელად მთებზე ასვლა და სამუშაოების შესრულება თოვლის გამო შეუძლებელია. როგორც კი ბუნებრივი პირობები ხელს შეგვიწყობს ავალთ და პრობლემას მოვაგვარებთ“,- ამბობს ჯემალ ჩხიტუნიძე.
ადიგენის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით სოფელ ბოლაჯურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ,,გამოიყო 12 ათასი ლარი, ხოლო 4 ათასი ლარი მუნიციპალიტეტმა დაამატა, მაგრამ სამუშაოები რა პერიოდში დასრულდება ჯერ არ ვიცით“,- ამბობს ადიგენის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.