2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ეს დღე კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა.
მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1 515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია.
საქართველო წყლის რესურსების სიუხვით ევროპაში მე-3 ადგილზეა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 26 000-ზე მეტი სხვადასხვა სიდიდის მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს.
მტკვარი ტრანსსასაზღვრო მდინარეა, რის გამოც ეს დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.