საზოგადოება
ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 89% დადებითად აფასებს - IRI
საქართველოში ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 89% დადებითად აფასებს. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვაში წერია.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად.
კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.
წყარო: PrimeTime
გააზიარეთ :