საზოგადოება
IRI-ს გამოკითხულთა უმეტესობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა უმეტესობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა.
კერძოდ, 28% მიიჩნევს, რომ არჩევნები ცალსახად უნდა ჩატარდეს, 24% კი ამას გარკეულწილად იზიარებს. გამოკითხულთა 12% რიგგარეშე არჩევნებს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, 24% კი ცალსახად მიიჩნევს, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. გამოკითხულთა 12%-ს არ აქვს კითხვაზე პასუხი ან არ უპასუხა.
IRI-ს დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1 500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენს.
გააზიარეთ :