საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2019 წლის ექვსი თვის დემოგრაფიული მაჩვენებლები დაითვალა. იანვარ-ივნისის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ, დაბადებულთა რაოდენობას 220-ით გადააჭარბა. კერძოდ, ექვს თვეში, რეგიონში 810 ახალშობილი აღირიცხა, ხოლო 1 030 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ საქართველოს მასშტაბით, ექვს თვეში 22 945 დაბადებულია და 24 563 გარდაცვლილი.