საზოგადოება
ჯავახეთში თოვლია მოსალოდნელი
ჯავახეთის რეგიონის მთები თოვლითაა დაფარული, ისევე როგორც სოფლის მინდვრები, რომლებიც ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ამინდის გაუარესებასთან ერთად ჯავახეთში პირველი თოვლი გუშინ, 21 სექტემბერს მოვიდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 21-22 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. 22 სექტემბერს, ღამის საათებში მთებში მოსალოდნელია თოვლი.
ჯავახეთში პირველი თოვლის მოსვლის შესახებ ინფორმაციას JNEWS.GE ავრცელებს
გააზიარეთ :