საზოგადოება
სამი ფერეიდნელი ქართველი ახალციხეს ესტუმრა
შაჰრან ონიკაძე, ომიდ(ამირან) გუგუნაშვილი და ისმაილ დავითაშვილი 31 დღის განმავლობაში საქართველოსკენ ფეხით მოდიოდნენ. სამივე მათგანი, იქაურ მარტყოფში ცხოვრობს.
ფერეიდნელმა ქართველებმა ახალციხის ციხის კომპლექსი და მუზეუმი დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ სიმბოლურად, წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს და საქართველოში ჩამოსასვლელად 1400 კილომეტრი ფეხით იარეს.
გააზიარეთ :