საზოგადოება
დიდი და პატარა გონდურას გზა ნაგავსაყრელად იქცა
სოფელ დიდი გონდურიდან პატარა გონდურამდე მისასვლელ გზაზე საყოფაცხოვრებო ნაგავი ყრია. ეს ადგილი მოსახლეობისთვის ღია ნაგავსაყრელს წარმოადგენს.
მერიის წარმომადგენლის ოგანეს გრიგორიანის განცხადებით, მათ იციან ამ პრობლემის შესახებ, შესაბამისად, ამ ნაგავსაყრელის დახურვას და ნიადაგის დაფარვას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ძალაში შევიდა ჯარიმების შესახებ კანონი:
- ქუჩაში 2 კილოგრამამდე ნარჩენის გადაყრისთვის ჯარიმა 80 ლარი;
- შენობის ფანჯრიდან გადაყრისას - 100 ლარი;
- ქუჩაში 2 კილოგრამზე მეტი ნარჩენის დაყრა ისჯება 150 ლარით, ხოლო ფანჯრიდან გადაყრისას - 500 ლარით;
- სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირების ჯარიმა 400 ლარს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - ათას ლარს.
წყარო: nor.ge
გააზიარეთ :