აზერბაიჯანმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. პოსტის „კეშიკჩი გალას“ გახსნას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
გამოცემა წერს, რომ კეშიკჩიდაგის (დავით გარეჯის) სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს აზერბაიჯანში და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მუდმივად აწყობენ სხვადასხვა სახის ინციდენტს ორი ქვეყნის საზღვარზე.