საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 12% საარსებო შემწეობის მიმღებია (ინფოგრაფიკა)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა დაითვალა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს სახელმწიფოსგან დახმარებას 438 543 პირი იღებდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით, 12% შეადგენს.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, ბენეფიციარების რაოდენობა პერიოდულად მცირედება ან იზრდება.
2007 წლიდან 2018 წლამდე, სოციალურ დახნმარებას ყველაზე ნაკლები პირი 2007 წელს იღებდა - 279 474 კაცი. ყველაზე მეტი ბენეფიციარი კი 2016 წელს ჰყავდა - 459 619.
გააზიარეთ :