ახალციხეში მოსახლეობას დისკრიმინაციის ფორმების შესახებ პროკურორები ესაუბრნენ
19:06 / 20.11.2019
დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ახალციხეში იმსჯელეს. რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა სომეხ მოქალაქეებთან, მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. დისკრიმინაციის საკითხებზე პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანების თანასწორობა, საქართველოს კონსტიტუციით და იუნესკოს დეკლარაციით არის დაცული.
პროკურორის თქმით, დისკრიმინაციული ნიშნების შემცველი დანაშაულების გამოვლენა საგამოძიებო უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ახალციხის რაიონულ პროკურტურას ასეთი რამდენიმე საქმე აქვს შესწავლილი.
შეხვედრის დასასრულს პროკურორებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს. მოქალაქეებს ძირითადად, ძალადობის სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია აინტერესებდათ. შეხვედრა ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის „მე ვირჩევ ევროპას“ ფარგლებში, ახალციხის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა. მსგავსი სახის ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.