Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [0]: Unable to create image with file found at "/home/tv9news/public_html//images/temp/2019/12/05/deca0dcbfdbbf2425c31e496c27d5a8a.jpg"
საზოგადოება
მაია ცქიტიშვილი ჯავახეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარესთან ირაკლი ქარსელაძესთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ ბესო ამირანაშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალკა–ნინოწმინდას საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

„რეაბილიტირდა გზა და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტირებული მონაკვეთი 5 სოფელს (ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი, აიაზმა) მოიცავს. პროექტი სახელმწიფო 13 795 800 ლარით დაფინანსდა.

ასევე, დასრულდა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან მისასვლელ) საავტომობილო გზაზე 15 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტირებული მონაკვეთი გადის 2 სოფელს (გორელოვკა, ჟდანოვი) და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება. აღნიშნული გზით სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა, სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ხორციელდება აქტიური სატრანზიტო გადაზიდვები. ახალციხე-ნინოწმინდას გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია არ ჩატარებულა. არსებული საფარი ძლიერ დაზიანებული იყო და ზოგიერთს მონაკვეთზე საერთოდ აღარ არსებობდა. პროექტის შესაბამისად, განხორციელდა დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფარდოვდა გზის სიგანე, რეაბილიტირდა 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით. დღეისთვის ახალციხიდან ნინოწმინდის მიმართულებით სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონამდე ლარით დაფინანსდა
”,-აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ახალქალაქი-ნინოწმინდას დამაკავშირებელი 17 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. ამ მონაკვეთის დასრულებით მოწესრიგდება სამცხე-ჯავახეთის ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალები. ჩატარებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამცხე-ჯავახეთის სატრანსპორტო და ტურისტული პოტენციალის ათვისებას.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე -9 °C
img
ახალქალაქი -8 °C
img
ასპინძა -8 °C
img
ადიგენი 4 °C
img
ბორჯომი -5 °C
img
თბილისი 2 °C
img
აბასთუმანი -7 °C
img
ბაკურიანი -9 °C
img
ნინოწმინდა -8 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2796
RUB
RUB
100
4.6333
TRY
TRY
1
0.5129
USD
USD
1
2.9573
AMD
AMD
1000
6.1855
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.