საბაჟო გამშვები პუნქტის „ნინოწმინდას" თანამშრომლებმა საახალწლოდ საქველმოქმედო აქცია გამართეს. მებაჟე-ოფიცრებმა საკუთარი სახსრებით სურსათი, ტკბილეული და საჩუქრები შეიძინეს და ნინოწმინის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს და ერთ მარტოხელა, უკიდურესად შეჭირვებულ 80 წლის სვეტა არაკელიანს სახლში მიუტანეს. სურსათის გარდა, ოჯახებს ფულადი თანხაც გადაეცათ.