თოვლი, ყინვა და ნისლი - როგორი ამინდი გველის კვირის ბოლომდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრომაციით, 9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში თოვლია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ახალციხეში, კვირის ბოლომდე, დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა +3-ს, ხოლო დაბალი -12 -ს მიაღწევს.
9, 10 და 11 იანვარს, ახალციხეში, მოსალოდნელია თოვლი და ყინვა.
ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:
ხუთშაბათი: დღისით +3, ღამით - 2;
პარასკევი: დღისით +2, ღამით - 4;
შაბათი: დღისით +2, ღამით - 3
კვირა: დღისით +3, ღამით -4. ღუბლიანი
ორშაბათი: დღისით +2, ღამით - 12; კოკისპირული წვიმა.