"წიგნი არის ცოცხალი სამყარო, რომელიც ჩაკეტილია და შენ უნდა გახსნა" - ნინო ბერიძე
19:04 / 05.02.2020
„ნებისმიერი წიგნი წარმოადგენს სამყაროს, თავისი ეპოქით, ტრაგიკომედიებით, კარგი ან ცუდი დასასრულით. თუნდაც პატარა მოთხრობა იყოს, ცხოვრებისეულ აზრს და ჭეშმარიტებას გვესაუბრება. წიგნი არის ცოცხალი სამყარო, რომელიც ჩაკეტილია და შენ უნდა გახსნა“, - ამბობს ნინო და თავის საყვარელ წიგნს ფურცლავს. გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“ ბოლოს ზაფხულში წაიკითხა. ამბობს, რომ რომალის მთავარი მოქმედი გმირი მისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
19 წლის ნინო ბერიძე ახალქალაქის სოფელ კოთელიაში ცხოვრობს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, ამიტომ მშობლიურ სახლში მისვლას მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებს. წიგნების კითხვა კოთელიაში, მეოთხე კლასიდან დაიწყო, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ 10 წლის წინ პირველი ნაწარმოები არასწორად შეარჩია.
„ოდისეა“ წავიკითხე და იმდენად ძნელი იყო ჩემთვის, ვერაფერი გავიგე. ვიფიქრე, რა სიამოვნებას იღებენ ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ-მეთქი. ჩემი ასაკის შესაფერისი წიგნების კითხვა რომ დავიწყე მივხვდი, რომ ძალიან სასიამოვნო იყო წიგნი კითხვა. ხელმეორედ როცა წავიკითხე „ოდისეა“ მივხვდი, რომ ისიც ძალიან საინტერესო წიგნი ყოფილა“.
პირველი კურსის სტუდენტი ხშირად აკითხავს ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას. ამბობს, რომ ამ გარემოში ახერხებს საყვარელი წიგნების მშვიდად კითხვას. მოწონს ისეთი ნაწარმოებები, სადაც მოვლენები ტრაგიკულად ვითარდება. გვიხსნის, რომ ასეთ წიგნს უფრომ მეტი ემოციის გამოწვევა შეუძლია.
უყვარს კითხვა, თუმცა ნინო თავადაც წერს ლექსებს და მოთხრობებს. მისი ნაწერები განსხვავებულია. წერას ისე ამთავრებს, რომ მკითხველმა მისთვის სასურველი დასასრული წარმოიდგინოს.
ხუთი თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა. თარიღს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, საქართველო ამ დღის აღნიშვნას, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წელს შეუერთდა. ამ დღის მიზანი, საზოგადოებაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.